„ევროპული საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ფოთში, მალთაყვაში ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. გადასახადების შემცირება, პენსიებისა და დახმარებების გაორმაგება მათ საკუთარი გეგმის მთავარ პრიორიტეტებად დაასახელეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ და ამისთვის აქვთ კონკრეტული ხედვა. პრეზენტაციისას ასევე წარმოადგინეს ხელშეკრულება ხალხთან, რომელშიც გაწერილი პუნქტების შესრულებაზე „ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას იღებს.