„ევროპული საქართველოს“ ბრიფინგი

15:24, 13.08.2021

„სოციალური მაშველი“ – „ევროპული საქართველო“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, სოციალურად დაუცველებს სხვადასხვა სახის  კონსულტაციას გაუწევენ. „ევროპულ საქართველოში“, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლაზე საუბრობენ. ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ ინფორმაცია კორუფციასთან დაკავშირებით, ან  პოლიტიკური ნიშნით შეუწყვეტენ სოციალურ დახმარებას ან სამსახურიდან დაითხოვენ, სამართლებრივ დახმარებასაც ჰპირდებიან. გარდა ამისა, პარტიაში ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს შეეძლება დარეკვა.

მსგავსი