„ევროპული საქართველოს“ ბრალდება  

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, თბილისის მერიას საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, პარტიის აქტივისტები პლაკატების გაკვრისთვის დააჯარიმეს. ამის შესახებ კიკნაველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბრალდებას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში უპასუხეს და განმარტეს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებენ, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაცია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.