„ევროპული საქართველო“ - „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი დარეგისტრირდა

„ევროპული საქართველო“ „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი ოფიციალურად დარეგისტრირდა. განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლებმა დღეს შეიტანეს. მათი განცხადებით, ეს ბლოკი კონკრეტულად მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნა, თუმცა პარტიები თანამშრომლობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებშიც გეგმავენ.