„ევროპული საქართველო“ მეტროში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

12:54, 20.06.2019

„ევროპული საქართველო“ მეტროში მომხდარ გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მოვლენები საშიშ ფორმას იღებს და ხელისუფლება ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს. მისი თქმით, ქუჩაში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე მხოლოდ უშედეგო გამოძიებები მიმდინარეობს.

ფრაქცია ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებას გეგმავს.

მსგავსი