ევროპული საბჭოს შეხვედრა

საქართველოს საკითხს განიხილავს დღეს ევროპული საბჭო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც. ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე კომენტარები გაკეთდა ლიდერების მხრიდან. „ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება. „იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, ჩვენ გავეცით დაპირება, რომ არ დავუხურავთ კარს, ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას“ – ეს განცხადება კი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გააკეთა.