ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მხარდამჭერ გზავნილებს ელოდება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ განხილვის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობა და ასოცირების გეგმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული საკითხები იქნება. ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც.

მკაფიო გზავნილის მიღების იმედი აქვთ ოპოზიციასაც. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.