ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება და „ქართული ოცნების“ მიერ ოთხი რეკომენდაციის შესასრულებლად წარმოდგენილი გეგმა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

ჯოზეფ ბორელის ორდღიანი ვიზიტისა და კონსულტაციების შემდეგ მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულებას ახალი გეგმის საფუძველზე აპირებს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მხარი არ დაუჭირა ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ. მიზეზი ევროკავშირის მითითებაა, კანონპროექტი არა პერსონალურ, არამედ სისტემური მიდგომას ითვალისწინებდეს. მმართველი პარტია ახლა საშინაო დავალების შესრულებას დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით აპირებს. დოკუმენტი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს შვიდი, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც გულისხმობს, რამდენიმე დღეში მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება, გასაჯაროვდება და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. თუმცა, ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი გეგმით რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება ვერ მოხდება.