ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა

დღეს ცნობილი გახდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის შინაარსი. მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა, ამ პროცესს მაინც სკეპტიკურად უყურებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისინი მმართველი გუნდისთვის საკუთარი სამოქმედო გეგმის შეთავაზებას აპირებენ. ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გაირკვევა.