ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ბრიუსელიდან მიღებულ ახალ საშინაო დავალებაზე მუშაობა იწყება.

უკვე ევროკომისიაშია სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად მოამზადა. ევროკავშირის ელჩისგან მმართველი გუნდი და ოპოზიცია ორ მთავარ გზავნილს იღებს – „ქართულ ოცნებას“ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფისკენ, ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს კი კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია ჯერ არ არსებობს, ამიტომ ერთად მუშაობის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება. ოპოზიციის ნაწილი სამუშაო პროცესში ჩასართავად მზად არის, ცალკეული პარტიები კი გარკვეულ პირობებს იყენებენ. მთავარი მოთხოვნაა, რომ ევროკომისიის ახალ რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში მმართველმა პარტიამ ოპონენტების საკანონმდებლო ინიციატივებიც გაითვალისწინოს. ცხრა პუნქტის შესრულების სამოქმედო გეგმა უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს. ახლა მთავარი კითხვაა, თანამშრომლობაზე ხელისუფლების შეთავაზების შემდეგ იქნება თუ არა საერთო ოპოზიციური შეთანხმება და დაჯდება თუ არა სამუშაო მაგიდასთან ორივე მხარე.