ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი პრაღაში

ინიცირებიდან ხუთი თვის შემდეგ ევროკავშირის ახალმა პლატფორმამ 44 ქვეყნის ლიდერები ერთ მაგიდასთან შეკრიბა.

ევროკავშირის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე წევრებთან ერთად მიწვეულია 17 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე ევროპის ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოება, უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება და ყველა პრობლემაზე ერთად მსჯელობა – ეს არის მიზანი, რის გამოც თვეების წინ ახალი პლატფორმის შექმნა გადაწყდა. პრაღაში მიმდინარე სამიტში მონაწილეობენ სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც, რომლებიც შუამავლებმა ერთმანეთს შეახვედრეს. უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერის მექანიზმების გარდა შეხვედრის მონაწილეები ომის შედეგად გამოწვეულ ენერგოკრიზისზე და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებზეც მსჯელობენ.