ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მოლდოვაში

პრემიერ-მინისტრი ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება.

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაშია. მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობას გეგმავს, რომელსაც პრაღის შემდეგ ამჯერად კიშინიოვი უმასპინძლებს. მოლდოვის დედაქალაქში, მიმის ციხესიმაგრეში დაგეგმილ სამიტს დაესწრებიან ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ასევე 47 ქვეყნის მეთაურები. ირაკლი ღარიბაშვილი თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის მთავარი თემა უსაფრთხოების გამოწვევებია. ევროპის პოლიტიკური საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.