ევროპული მედია აქციების დაფინანსების ვერსიებზე

12:12, 29.10.2026

უცხოური მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა, თბილისში მმართველი გუნდი აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატია სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს და უცხოური რესურსით არეულობის მოწყობის ფაქტები საქართველოშიც ფიქსირდება. შეგახსენებთ, ინფორმაციას კონკრეტული ორგანიზაციების შესახებ „ვიშეგრად 24” ავრცელებს. კიდევ ერთი ანგარიში მომზადდა Fox News Digital-ის გამოძიების საფუძველზე, რომელმაც 13 ქვეყანაში 101 ისეთი ორგანიზაცია გამოავლინა, რომლებიც ანგარიშის მიხედვით: „არეულობებს კოორდინაციას ან ორგანიზებას უწევდნენ, ან პროტესტის მასშტაბებს ზრდიდნენ“.

მსგავსი