ევროპული გაერთიანების სამიტი - გამოხმაურებები

 იქცევა თუ არა პოზიტიურ სიგნალად ალბანეთში გამართული დისკუსიები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ირაკლი კობახიძის ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრები, რომელიც ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ემანუელ მაკრონთან, რობერტა მეცოლასთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან, დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის გზავნილი. ალენ ბერსე რთული ვითარების მიუხედავად, დიალოგის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

დეტალებს თამუნა წიკლაურის სიუჟეტში ნახავთ.