ევროპული აქციების დაფინანსება – შეფასებები

18:15, 29.10.2026

ევროპაში აქციების ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებაზე უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური შეფასების თემაა.

სტატიის მიხედვით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი, ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევრო ბიუროკრატია სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს და უცხოური რესურსით არეულობის მოწყობის ფაქტები საქართველოშიც ფიქსირდება. შეგახსენებთ, ინფორმაციას კონკრეტული ორგანიზაციების შესახებ „ვიშეგრად 24” ავრცელებს. კიდევ ერთი ანგარიში მომზადდა, Fox News Digital-ის გამოძიების საფუძველზე, რომელმაც 13 ქვეყანაში 101 ისეთი ორგანიზაცია გამოავლინა, რომლებიც ანგარიშის მიხედვით: „არეულობებს კოორდინაციას ან ორგანიზებას უწევდნენ, ან პროტესტის მასშტაბებს ზრდიდნენ“.

მსგავსი