ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი

საქართველოს პოლიტიკური სპექტრი გზავნილებს ამჯერად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან იღებს. რიკ დაემსი გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებას ადგილზე ეცნობა და ინფორმაციას პოლიტიკური ლიდერებისგან პირადად იღებს. ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრების დღის წესრიგში მთავარი განსახილველი თემა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების პროცესი, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებია. მთავარი მოწოდებაა, რომ პოლარიზება უნდა შემცირდეს. გამწვავებული პოლიტიკური პროცესების მიღმა, ევროპის საბჭოს მაღალჩინოსანი პირად ინტერესებსაც ხედავს, რის გამოც, ყველა პოლიტიკურ ძალას მოქალაქეების პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისა და პოლარიზაციის შემცირების პროცესში რიკ დაემსმა მედიის განსაკუთრებულ როლზე და პასუხისმგებლობაზეც მიუთითა.

დატოვე კომენტარი