ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ წუხს საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლას გულისხმობს. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.