ევროპის საბჭოს მინისტერიალი

დაუბრუნდება თუ არა რუსეთს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის და ხმის უფლება.

ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებების და ვალდებულებების შესახებ, განცხადება მიიღეს. როგორც ჰელსინკიში გამართული ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს 30-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს ორგანიზაციის, როგორც დიალოგის და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმის მნიშვნელობას. მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში თანაბარი უფლებების საფუძველზე მონაწილეობის შესაძლებლობა.

მინისტრები მიესალმებიან საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში, წევრი სახელმწიფოების დელეგაციათა მონაწილეობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, განცხადებაში მინისტრები ხაზს უსვამენ იმას, რომ ყველა წევრის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, ბიუჯეტში საწევროს გადახდაა.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.