ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს მართავს

15:03, 19.12.2024

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს. ალენ ბერსე უკვე შეხვდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს. ამ წუთებში კი დახურულ კარს მიღმა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს ხვდება. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა.

თემის დეტალებს, ოპოზიციის გზავნილებს და არგუმენტებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.

მსგავსი