ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას, რომელშიც ევროპის 26 ქვეყნის წამყვანი საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მასპინძლობს შსს-ს აკადემია. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრთა შეხვედრა. მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია ხვალ დასრულდება.