ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის თამაშები თბილისში

21:26, 25.05.2019

თბილისში ევროპის პირველ ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის თამაშები დაიწყო. საქართველოს წარმომადგენელმა „თბილისმა“ პირველი მატჩი „დინამო ალტაისთან“ 1:6 წააგო,  ირლანდიურ კორკ სიტისთან“ კი ფრედ, 0:0 დაასრულა. ეს შედეგი ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 26 მაისს გაიმართება – გადამწყვეტი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი