ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი

როგორ მუშაობს საქართველოს პირველი არხი ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით – ამ მიზნით მომზადებულ პროექტებს და ჩატარებულ სამუშაოებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია პირადად გაეცნო. „იბიუს“ წარმომადგენლები ოთხი დღის განმავლობაში ტელევიზიის მენეჯმენტს და თითქმის ყველა რგოლის თანამშრომლებს შეხვდნენ. ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს დელეგაცია ინოვაციურ და პოზიტიურ ცვლილებებად აფასებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე საუბრობს.

სტუმრები საზოგადოებრივ მაუწყებელში 2018 წლიდან მიმდინარე მასშტაბური ტექნიკური გადაიარაღების პროცესითაც დაინტერესდნენ.