ევროპის მაუწყებელთა კავშირი ახალ პირობებს აწესებს 

12:28, 13.08.2026

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ის შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული ან ისეთ „მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება“, რომელმაც შესაძლოა, კონკურსის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს. თუ დადგინდება, რომ გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის მასპინძლობა არ შეუძლია, ევროპის მაუწყებელთა კავშირი ალტერნატიულ მასპინძელ მაუწყებელს შეარჩევს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ევროვიზია ბულგარეთში გაიმართება, მას შემდეგ, რაც 2026 წლის კონკურსში ქვეყნის წარმომადგენელმა, დარამ გაიმარჯვა.

მსგავსი