ევროპის იმუნიზაციის კვირეული საქართველოში
ევროპის ქვეყნების შემდეგ წითელას შემთხვევების მატება საქართველოშიც ფიქსირდება. ვითარებას ეპიდემიოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ. ინფექციის ლოკალური აფეთქებების მთავარ მიზეზად „კოვიდ-19“-ის გამო გამოტოვებული აცრები სახელდება. ბოლო მონაცემების მიხედვით, დაავადება ძირითადად ბავშვებში ვრცელდება. მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში მოიმატა ზრდასრულებს შორისაც. წითელას და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო გეგმიური აცრების სტატისტიკა ბოლო წლებში მკვეთრად არის შემცირებული, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა დაავადების ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს. იმუნიზაციის ევროპული კვირეულის მონაწილეთა მთავარი რეკომენდაცია და მოწოდება აცრების კალენდრის შესრულებაა.