ევროპის ერთა თასი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2020 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას პირველ თებერვალს, ერთა თასის ეგიდით რუმინეთის ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე შედგება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. „ბორჯღალოსნებს“ მოახლოებულ ევროპის ერთა თასზე ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. პირველ თებერვალს საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციული ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდება. ამ თემასთან დაკავშირებით რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გაიმართა.