ევროპის დღეების აღნიშვნა – გამოხმაურებები

18:15, 12.10.2026

ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ  იმხიარულოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ევროპის დღე 2026“-ზე ჰკითხეს, რომელიც კახეთში აღინიშნა. მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩმა ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია. „ჩვეულებრივი პოლიტიკური აქციაა ის, რასაც ვხედავ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს. არც კი – იწვევს ხელისუფლებას, თითქოს იმყოფებოდნენ ხელისუფლების არმქონე ტერიტორიაზე, “ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ელჩმა კახეთში ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ კურსს არ მიჰყვება.

მსგავსი