ევროპის დღე თსუ-ში

18:30, 09.05.2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაციის და დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ევროპის დღე აღინიშნა. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ.

მსგავსი