ევროპის დღე

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. ტრადიციულ განცხადებაში კარლ ჰარცელმა ყურადღება ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე გაამახვილა. კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სოლიდარობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართაც.

წლევანდელი ღონისძიებები რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის – „მე და ევროპის“ ირგვლივ მომზადდა. ნამუშევარი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებზე გვიყვება.