ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ვიზიტი

15:49, 16.04.2024

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა. მხარეებმა სხვადასხვა საკითხის გარდა, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზეც ისაუბრეს. საქართველოში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორის ვიზიტი ახალი კანდიდატი ქვეყნების – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის დაწყებული კონსულტაციების პროცესის ნაწილია. ამ პროცესის მიზანი კი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება და ამ გზაზე ქვეყნების მხარდაჭერა.

მსგავსი