ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წყალბურთში

18:47, 06.06.2025

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს.

ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 9, 10 და 11 ივნისს ოლიმპიკის აუზზე ჩატარდება. C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ისრაელი, შვეიცარია და ბულგარეთი იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს,  ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრების მატჩები სამივე სათამაშო დღეს 17:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია. საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.

მსგავსი