დღეს თბილისში, ევროპის ღია ჩემპიონატი დაიწყო პარა ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას 29 ქვეყნის 300-მდე დელეგატი მიიღებს. მათ შორის 200-ზე მეტი პარა ათლეტია. თბილისი 2026-ზე საქართველოს ნაკრები 29 პარა ძალოსანით იქნება წარმოდგენილი. ტურნირი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის და საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. კონტინენტის პირველობა 11 მარტს დასრულდება.