ევროპის ახალი სტრატეგიული კავშირები და საქართველო
შეცვლილი საგარეო ვექტორი და ვაშინგტონის ნაცვლად აქცენტი პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებაზე – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა ნაწილი ბოლო დროს ჩინეთს საკმაოდ ხშირად სტუმრობს.
ოფიციალური ვაშინგტონიდან მომდინარე პერმანენტული კრიტიკისა და სატარიფო მუქარების ფონზე, ევროპელი ლიდერები პარტნიორად ახლა სი ძინ პინს აღიქვამენ. პეკინთან სულ უფრო ხშირად ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები და რბილდება რიტორიკაც. უფრო მეტიც ჩინეთთან პარტნიორობის გამყარებას პირდაპირ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც სტრატეგიულ მოკავშირედ ისევ ვაშინგტონს აცხადებს და ევროპელ ლიდერების გააქტიურებულ ურთიერთობებს პეკინთან, მიუღებლად მიიჩნევს. რატომ გახდა ევროპული სახელმწიფოების პირველი პირებისთვის მისაღები ის პოლიტიკა, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ოფიციალური თბილისის მწვავე კრიტიკის და არაერთი მძიმე შინაარსის რეზოლუციის მიზეზი იყო.
ახალ კავშირებზე ორიენტირებული ევროპული პოლიტიკა და საქართველო – ნახეთ სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში.