ევროპელი ლიდერების ვიზიტი ჩინეთში

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ჩინეთში.

პეკინში მყოფი საფრანგეთის პირველი პირი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს შეხვდნენ. მთავარი მოწოდებაა, ჩინეთმა ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე, რათა მოსკოვმა გონივრული პოზიცია დაიკავოს და უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი გახდეს. ოფიციალური პეკინი უკრაინაში ომის დასასრულებლად 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმით გამოდის. მოსკოვიდან კი ისევ მუქარა ისმის. კრემლი ადასტურებს, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ნატოში ფინეთის მიღების საპასუხოდ გადაწყდა. თავის მხრივ მნიშვნელოვანი გზავნილი გაისმა კიევიდან, რომლის მიხედვით უკრაინა რუსეთთან ყირიმის საკითხზე მოლაპარაკებას შესაძლოა დათანხმდეს, თუმცა არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე.