ევროპას უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა. პრეზიდენტებმა კიევის გარეუბანში არსებული დასახლება ბოროდიანკა მოინახულეს და ჩადენილი სისასტიკისთვის რუსეთის პასუხისგების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. გაიმართა პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.