ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების გამართვამდე რამდენიმე საათი რჩება

დებატების გამართვამდე რამდენიმე საათი რჩება.  ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.

მოგერინის გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

ევროპარლამენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრასა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას.

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომს ეხება.