ევროპარლამენტმა საქართველოზე მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა

528 მომხრე 97 წინააღმდეგი, – ევროპარლამენტმა საქართველოზე მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა.

ევროპელი დეპუტატები საქართველოს მორიგ მხარდაჭერას უცხადებენ.

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში მიესალმება საქართველს მიერ მიღწეულ პროგრესს და გატარებულ რეფორმებს. ამავდროულად, ანგარიშში გამოთქმულია რეკომენდაციები და შეშფოთება რიგ საკითხებზე.