ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია განხილვის ერთ-ერთი თემა ამ წუთებში ბრიუსელში. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და ოპოზიციის ბოიკოტზე მსჯელობენ. გზავნილები ერთია: ევროპარლამენტი პოლიტიკურ სპექტრს პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადატანისკენ მოუწოდებენ, რაც მანამდეც არაერთხელ გაჟღერდა. ეთანხმებიან საერთაშორისო ორგანიზაციების იმ დასკვნებსაც, რომლებიც სწორედ არჩევნებზე მომზადდა. მათი აზრით, ბოიკოტით საფრთხე ექმნება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.