უკვე რამდენიმე დღეა, შეფასებების თემაა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ დოკუმენტში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ მწვავე შეფასებებია თავმოყრილი.
ოპოზიცია მმართველ პარტიას რეზოლუციის პუნქტების შესრულებას ურჩევს, ხელისუფლება კი დოკუმენტის შინაარსის მიღმა ე.წ. დიფ სთეითის გავლენებს ხედავს.