ევროპარლამენტის რეზოლუცია – შეფასებები
ისევ შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რიგით მე-9 რეზოლუცია. დოკუმენტით, რომლის სახელწოდებაა „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები“, – ევროპარლამენტი ხოშტარიასა და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლებას, კონკრეტული კანონების გაუქმებასა და მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვს. საუბარია მიხეილ სააკაშვილზეც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უცხოელი აქტორები ოპოზიციისთვის მთავარი მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ.