ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები

შეფასებები კეთდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ტექსტი სიმართლეს არ შეესაბამება და იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტის დამოკიდებულებას ევროკომისიასა და ევროსაბჭოში არ გაიზიარებენ. ოპოზიციის განცხადებით კი, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკით, შესაძლოა, იზოლაციაში მოექცეს.

ევროპარლამენტმა 9-პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო, სადაც რამდენიმე მოწოდებაა. მათ შორის, ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის პირად სანქცირებაზე და მოწოდებაა, საქართველოს პრეზიდენტისთვის, გამოიყენოს შეწყალების უფლება.