ევროპარლამენტის რეზოლუცია - განცხადებები მმართველ გუნდში

მმართველ გუნდში ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, დოკუმენტის ტექსტი ფაქტობრივ შეცდომებსა და უსაფუძვლო აღქმებზეა აგებული, რომელიც, უმრავლესობის თქმით, ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიების მიერ არის მხარდაჭერილი.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ევროპარლამენტმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, რა დროსაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.

დატოვე კომენტარი