ევროპარლამენტის განცხადება – გამოხმაურებები

18:23, 02.07.2026

ევროპარლამენტის  განცხადებაა, რომელიც 17 ივნისით თარიღდება ევროპარლამენტმა სოც ქსელებში გააზიარა. ამ განცხადების მიხედვით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესი მიმდინარეობს. ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ჩართულობა საქართველოს ხელისუფლებასთან მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული მათ მიერ დემოკრატიული უკუსვლის, შეზღუდვებისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის  შესაჩერებლად.  ანგარიშის ავტორის,  რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, ევროკავშირი უნდა გადავიდეს სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მისი მტკიცებით, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რეპრესიებსა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე. განცხადებაში საუბარია თურქეთზეც. და აღნიშნულია რომ, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელიდან უშვებს დემოკრატიული რეფორმების არარსებობის გამო. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ თურქეთის მთავრობას, მოაგვაროს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული სტანდარტების, პრესის თავისუფლებისა და სხვა ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროებში არსებული ხარვეზები. ეს ანგარიში კიდევ ერთხელ გახდა მართველი გუნდის კრიტიკის საბანი

მსგავსი