გერმანიის კანცლერის გუნდისთვის მარცხით დასრულდა არჩევნების შედეგები. შოლცის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გერმანიაში „ქრისტიან დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირი გავიდა. მეორეზე კი „ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის“.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პოლონეთში მყარი გამარჯვება მოიპოვა დონალდ ტუსკის „ცენტრისტულმა პარტიამ“. უნგრეთში გამარჯვება ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ მოიპოვა ხმების დაახლოებით 44 პროცენტით. მეორე ადგილზე ლიბერალური ოპოზიციური პარტია, „ტიზა“ გავიდა ხმათა 30%-ით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორბანის პარტიას მეტოქემ ასეთი დიდი კონკურენცია გაუწია.