საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლებისთვის ევროპარლამენტის არჩევნები სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კენჭისყრაში მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ” გაიმარჯვა, რის გამოც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ლე პენის პარტიამ ხმების 30% მოიპოვა, რაც მაკრონის პარტიაზე დაახლობით ორჯერ მეტია. საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში 30 ივნისს და 7 ივლისს არის დანიშნული.
შეგახსენებთ, მანამდე მაკრონს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ ეროვნული კრების ლიდერმა ჟორდან ბარდელამ მოუწოდა. მარინ ლე პენი მაკრონის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ მზად არის ხელისუფლებაში მოსვლისთვის.