ევროპარლამენტის არჩევნები

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულებულია – კენჭისყრის შედეგებს ევროკავშირის რიგ ქვეყნებში პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ულტრამემარჯვენე მეტოქესთან მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მმართველი პარტია დამარცხდა ასევე გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიასა და სლოვაკეთში.

როგორ იცვლება ძალთა გადანაწილება და პოლიტიკური კონფიგურაცია ახალ ევროპარლამენტში – ქეთი ჩოხელი გვიერთდება დეტალებით.