ევროპარლამენტი რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს განიხილავს

ევროპარლამენტი რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ანგარიშს განიხილავს. მსჯელობას სტრასბურგში საქართველოს დელეგაციაც დაესწრება. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ანგარიში, რომლის შემუშავების პროცესშიც ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული, საქართველოსაც ეხება. მასში ოკუპაციის შესახებ ჩანაწერია გაკეთებული. ანგარიშის განხილვის პარალელურად, მიმდინარე კვირაში ქართული დელეგაცია ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრებსაც გამართავს.