ევროპარლამენტართა გზავნილები და გამოხმაურება

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლა საქართველოზე მომზადებული ანგარიშის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ევროპარლამენტში განიხილეს.

საუბარია დოკუმენტზე, სადაც ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესია შეფასებული. დებატების დროს საქართველოს მისამართით არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება და გზავნილი გაისმა. იყო შექება, მიღწევების ხაზგასმა, მკაცრი შენიშვნები და კონკრეტული მოწოდებებიც. განსაკუთრებით მართლმსაჯულების ნაწილში, რომელსაც ევროპელი დეპუტატების ნაწილი გამოწვევად მიიჩნევს. თითქმის ყველა გამოსვლაში ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები.

8 მარტის შეთანხმებაზე და საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრის დროს შენიშვნა ოპოზიციამაც მიიღო.