ევროპარლამენტარების მორიგი რეზოლუციის პროექტი – შეფასებები თბილისში

12:15, 26.11.2026

ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. რეზოლუციის შინაარსს იზიარებს ოპოზიციის ერთი ნაწილი, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მიწოდებული. მმართველი გუნდი კი – დოკუმენტს სამარცხვინოდ აფასებს. შეგახსენებთ, რეზოლუციის პროექტი „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა მოამზადა, რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა. დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ავტორები „მკაცრად გმობენ პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრების პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას“; მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

მსგავსი