მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეწყვიტა, ევროკავშირისგან მეტ სახსრებს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ნაწილმა მიიღო. იდეას ევროპის საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. ევროპარლამენტის ნაწილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდა საშიში გადაწყვეტილებაა, რითაც ევრობიუროკრატები USAID-ის ჩანაცვლებას ცდილობენ. როგორც ევროპარლამენტარი კინგა გალი სოციალურ ქსელში წერს, ევროკომისია AgoraEU-ს პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებისთვის 8.6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, რათა შეავსოს USAID-ის დაფინანსების შეჩერების შედეგად შექმნილი ხარვეზი. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ეს ორგანიზაციები ემსახურებიან ევროკომისიის პოლიტიკურ მიზნებს და უარს ვინც ამბობს მორჩილებაზე, თავდასხმას განიცდის. აღნიშნული თემა შეაფასეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები, დაფინანსების გაზრდაში პრობლემას ვერ ხედავენ. მმართველი გუნდის აზრით კი – წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოში შემოსული ნებისმიერი სახის დაფინანსება, უნდა იყოს გამჭვირვალე.