ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის შეფასება

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, მოიქცნენ სახელმწიფოებრივად და ზრდასრული ადამიანებივით. ევროდეპუტატი ამბობს, რომ ყველა უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მათ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს ინტერესები, – ეს განცხადება ევროდეპუტატმა მიხაელ გალერიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

ევროდეპუტატმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც დემოკრატია სათანადოდ მუშაობს, საბოლოო ჯამში, მხარეები ყოველთვის ახერხებენ გადაკვეთის წერტილების პოვნას, რას ყველასთვის მისაღებია.